სტამბულში, რუსი და ამერიკელი დიპლომატების ერთმანეთს შეხვდნენ

9 დეკემბერს, სტამბულში, ერთმანეთს რუსი და ამერიკელი დიპლომატები ორმხრივი ურთიერთობის რიგი ტექნიკური საკითხების განსახილველად შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, მხარეები განიხილავენ "რთულ საკითხებს", მათ შორის ვიზებს, საელჩოს პერსონალის რაოდენობას, თითოეული მხარის ინსტიტუტებისა და სააგენტოების მუშაობას საზღვარგარეთ და ა.შ.

"შეხვედრა გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილებების ხელმძღვანელებს შორის. ეს იყო ტექნიკური შეხვედრა და არა იმის ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან განაახლონ "ძირითადი საკითხების" განხილვა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვიმ.