ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ყველაზე მეტი – 3.5 მილიარდი ევრო ბელგიამ დააყადაღა, რომელსაც მოსდევენ ლუქსემბურგი 2.5 მილიარდით ევროს ღირებულების და გერმანია 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების დაყადაღებული აქტივებით. 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინეს ირლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა.
ამასთან, როგორც გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბრიუსელში ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.