ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს.
მისივე თქმით, ავსტრალია სანქციებს 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას უწესებს,
მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები ასევე დაწესდება რუსეთის შვიდ მოქალაქეზე, რომლებიც, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ.
დღემდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალიამ სანქციები დააწესა რუსეთისა და ბელორუსიის 850 მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორის ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე უმსხვილესი რუსული საწარმოებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში იარაღისა და კომპონენტების, ნედლეულისა და აღჭურვილობის ექსპორტი ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის, რუსული ენერგიის, იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტი.
მანამდე ავსტრალიამ დააწესა ავტონომიური სანქციების პაკეტი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.