ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანული დრონებით მიტანილი იერიშების შედეგად, ოდესის რეგიონში ამ დროისათვის, მილიონნახევარზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა. ირანული თვითმფრინავების ღამის დარტყმის შემდეგ, ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სიბნელეშია. ამ დროისთვის ოდესის რეგიონში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი". ამბობს ზელენსკი.
მისივე თქმით, ენერგეტიკული სისტემა უკრაინაში ახლა, "რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან" და სისტემაში მნიშვნელოვანი დეფიციტია, რის გამოც მოქმედებს გრაფიკი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.