- კიბეს, ციცაბო ბორცვზე, რომელიც ტაძრამდე მიგიყვანთ, რვა წელი და 400 ქვა დასჭირდა - Oddity Central.
ინდოელმა ქვისმთლეელმა ტაძრამდე მისასვლელი კიბე ქვებისგან ააგო. განაური პასვანს ამისთვის 400 ქვა და რვა წელი დასჭირდა.
პასვანი ბიჰარის შტატში ცხოვრობს. მორწმუნეებს, ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ბორცვზე განლაგებულ სალოცავზე ასვლა უჭირდათ, რის გამოც გადაწყვიტა, მათ დასახმარებლად ხიდი აეგო.
„თავიდან მას მხოლოდ ცოლი და ორი ვაჟი უჭერდნენ მხარს. ახლა ასობით ადამიანი ცდილობს მის დახმარებას. კიბეებით სარგებლობა უკვე დაიწყო“, - წერს Oddity Central-ი.