მექსიკის პრეზიდენტის, ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადოს თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ცენტრალური ამერიკისთვის ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრეს.
ობრადოს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გამოყოფს 4 მილიარდ დოლარს, რომელსაც აშშ ჰონდურასის, ელ სალვადორისა და გუატემალას განვითარებისთვის დახარჯავს.
მექსიკის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მიგრანტთა პრობლემებს და მათ ყურადღება გაამახვილეს პრობლემის სიღრმისეულად განხილვის საჭიროებაზე, კერძოდ, მიგრანტების ნაკადზე, როდესაც ჰონდურასიდან და სალვადორიდან აშშ-ში მექსიკის გავლით შეღწევას ცდილობენ.
მექსიკამ რამდენიმე დღის წინ შეაჩერა მიგრანტების ნაკადი, როდესაც მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას ცდილობდნენ.