ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, სიკვდილით, მეორე ადამიანი დასაჯეს

ირანში, მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობითვის, სიკვდილით მეორე  ადამიანი დასაჯეს. 

მეჯი რიზა რაჰნავარდს, მაშჰადის რევოლუციურმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა „უშიშროების ძალების პირების მიმართ იარაღით მუქარისთვის“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Mizan, რომელიც ირანის სასამართლოს ეკუთვნის.

განაჩენი ბრალის წარდგენიდან ხუთი დღის შემდეგ აღასრულეს. რაჰნავარდს ადვოკატთან შეხვედრისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს.

მეჯი რიზა რაჰნავარდი გახდა მეორე მოქალაქე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობითვის, რომლებიც თეირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

პირველი მოქალაქე იყო მუჰსინ შიკარი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს.

მაჰსა ამინი, რომელიც 13 სექტემბერს ირანის ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ფაქტის საპასუხოდ, ირანის მოსახლეობა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა.