აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების დარბევისთვის გააკრიტიკა.
"რუსეთის მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან შეკრებასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობაზე არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული, არამედ რუსეთის ვალდებულებებით ეუთოს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიმართ, და მისი ვალდებულებებით, რომლებიც ნაკისრი აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში",- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან შეკრებასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობაზე არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული, არამედ რუსეთის ვალდებულებებით ეუთოს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიმართ, და მისი ვალდებულებებით, რომლებიც ნაკისრი აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 იანვარს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში პოლიციელებმა დემონსტრანტების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყეს.