28 იანვრიდან Flydubai განაახლებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველო საერთაშორისო ფრენებს პირველი მარტიდან განაახლებს. მინისტრი, ნათია თურნავას თქმით, ფრენების განახლებატურისტული სეზონის განახლების ერთ-ერთი პირველი ეტაპია.
სააგენტოს თქმით, ფრენები კვირის განმავლობაში ორჯერ შესრულდება.
Flydubai ამჟამად 95 მიმართულებით დაფრინავს.
ნათია თურნავას თქმით, იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება, არ უნდა იყოს.
„ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.