12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6773 ლარი შეადგინა. ამის ესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8283 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1436 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2899 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.