პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოკვდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება „ნეტფლიქსზე“ დევის ლეტერმანთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ლეტერმანმა ზელენსკის ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა ომი, თუ ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად მოკვდება, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:
„არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია. არსებობს დიდი რისკი, არ შეიძლება, ყველაფერი ერთ ადამიანეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება.
ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობ, თუ პუტინი არ იქნება, მათ გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და არა საგარეოთი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როდესაც მიხვდებიან, რომ დადგა სრული იზოლაცია.