პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმოთ, ის ჯერ არ ფიქრობს თავის მომავალზე, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებამდე პირობას დებს, რომ თანამდებობაზე დარჩება, თუმცა რა იქნება შემდეგ არ იცის.
„გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.