თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს. 

ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას 16 დეკემბერს, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება, განაცხადეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

„სილივრი“ თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია 3,2 მილიარდი კუბური მეტრი ტევადობით და დღეში 28 მილიონი კუბური მეტრი საწარმოო სიმძლავრით.

გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე ჩაატარდა, ხოლო ზღვაში ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა.

„ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე.

ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი. ზამთრის უმძიმეს დღეებში ობიექტი დაფარავს თურქეთის გაზის მოთხოვნილების მეოთხედს“, - წერს მედია.