რუსეთი აგრძელებს აგრესიას და, შესაბამისად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. უნდა გადაიდგას დიდი ხნის ნანატრი ნაბიჯები მშვიდობის დასაახლოებლად. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„პირველი [ნაბიჯი] არის ახალი ძალა... უკრაინას სჭირდება თანამედროვე ტანკები - და მე გთხოვთ, მოგაწოდოთ ეს თავდაცვითი შესაძლებლობები. უკრაინას სჭირდება მუდმივი საარტილერიო მხარდაჭერა იარაღით და ჭურვებით. ჩვენ გვჭირდება მეტი სარაკეტო არტილერია და მეტი დისტანციური რაკეტა.
რაც უფრო ეფექტიანი ვიქნებით ასეთი იარაღით, მით უფრო მოკლე იქნება რუსული აგრესია. მეორე არის ახალი მედეგობა. მომავალ წელს ფინანსური, ენერგეტიკული და სოციალური სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ.
ამ ასპექტებში რომ არ წავაგებთ, ყველაფერში გავიმარჯვებთ... მესამე არის ახალი დიპლომატია. უკრაინა ყოველთვის ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების პროცესს და ყველაფერს აკეთებდა რუსული აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს G7-ის ონლაინ სამიტზე გამოსვლისას.