აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ, Twitter-ის წესები, ის ზეწოლის გამო დაბლოკეს. ამის შესახებ ილონ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს.