ფრანგულ კომპანია Technip Energies N.V.-სა და ყაზახეთის ნაციონალური კომპანია QazaqQaz-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ყაზახეთში, კაშაგანის საბადოზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
გაზის გადამამუშევებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
კომპანიები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (STC) QazaqGaz-ის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლების სფეროში.
Technip Energies ასევე კონსულტაციას გაუწევს QazaqQaz-ს გაზის გადამუშავებასთან და ენერგეტიკულ გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერეს QazaqQaz-ის გამგეობის თავმჯდომარემ სანჯარ ჟარკეშოვმა და Technip Energies-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა მარკო ვილამ.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის საფრანგეთში ვიზიტის დროს.