Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდმა (დიდი ბრიტანეთი) რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო.
ამის შესახებ RBC-Ukraine ასტონ მარტინის გუნდის ოფიციალურ ვებსაიტზე დაყრდნობით იუწყება.
აუქციონზე გამოტანილი ნივთები მოიცავს F-1-ის ოთხგზის ჩემპიონის სებასტიან ფეტელის სარბოლო კოსტუმს და ხელთათმანებს, ცნობილი Aston Martin-ის მანქანის დიაგრამას და მის ნაწილებს.
სამახსოვრო ნივთების აუქციონი 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მთელი თანხა გადაირიცხება UNICEF-ს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.
აუქციონის სლოტები განთავსებულია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.