პარტნიორების დახმარება აახლოებს უკრაინის გამარჯვებას - შმიგალი

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, პარტნიორების დახმარება, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვებას აახლოებს.

ამის შესახებ მან Twitter-ზე საერთაშორისო კონფერენციიის „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ კომენტირებისას დაწერა. 

„მთელი ცივილიზებული სამყარო გახდა თავისუფლებისა და მომავლისთვის მებრძოლი უკრაინელების მხარდამჭერი. მე გულწრფელად მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის კონფერენციის ჩატარებისთვის.

მეგობრებისა და პარტნიორების დახმარება აახლოებს ჩვენს გამარჯვებას“, - განაცხადა შმიგალმა.

საფრანგეთისა და უკრაინის ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა.