ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს.

„ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ხელის მოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები და ასევე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.