ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა, Real Time Billionaires-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა.
Forbes-ის მონაცემებით, მას რეიტინგში, Louis Vuitton Moet Hennessy-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ გადაუსწრო.
ჟურნალის მიხედვით, SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება $176,8 მილიარდია, ხოლო LVMH-ის ხელმძღვანელი $188,6 მილიარდი.
გასული დღეების განმავლობაში მასკმა, $4,5 მილიარდი, ანუ კაპიტალის 2,49% დაკარგა, ხოლო არნოს კაპიტალი, პირიქით, $2,7 მილიარდით (+1,44%) გაიზარდა.