თურქმენეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი თურქმენელი კოლეგა სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოთხშაბათს თურქმენეთში შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხებსი განიხილეს.
დახურული შეხვედრა დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერდოღანმა ასევე მოლაპარაკება გამართა პარლამენტის ზედა პალატის, თურქმენეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან. თურქეთის ლიდერი მოგვიანებით, სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.