14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.30 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8487 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8185 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1434 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3115 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 დეკემბრიდან შევა ძალაში.