პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნო. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის მიერ მიღებულ შესაბამის რეზოლუციაშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაცია „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას“, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიას ახდენს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სჩადის ომის დანაშაულებსა და გენოციდს“, ასევე „ეწევა მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას“. კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“.