საქართველოში ნოემბერში გადმოგზავნილი ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 316 მილიონის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 819%-ით მეტია, რაც რეკორდულ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. მეორე ადგილზე 36 მილიონი დოლარით იტალიაა, მესამეზე კი აშშ 29 მილიონი დოლარით.

ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:

1. რუსეთის ფედერაცია - 316 მილიონი, მატება წინა წელთან 819%

2. იტალია - 36 მილიონი, მატება წინა წელთან 11%

3. აშშ - 29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%;

4. ყირგიზეთი - 20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%;

5. საბერძნეთი - 19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%;

6. ისრაელი - 17 მილიონი, მატება წინა წელთან 1%;

7. გერმანია - 15 მილიონი, მატება წინა წელთან 41%;

8. ყაზახეთი - 11 მილიონი, მატება წინა წელთან 14%;

9. ესპანეთი - 5 მილიონი, მატება წინა წელთან 3%;

10. საფრანგეთი - 4 მილიონი, მატება წინა წელთან 20%;