საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენს.
საარსებო მინიმუმი 2021 წლის ამ პერიოდში 223.7 ლარს შეადგენდა. წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით, 2022 წლის ნოემბერში მონაცემი 31.4 ლარით გაიზარდა.
საარსებო მინიმუმის ზრდა ქვეყანაში არსებულ ინფლაციურ მაჩვენებელს უკავშირდება. ოფიციალური მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.