ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანული მონაკვეთით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 42, 424,6 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ტვირთბრუნვამ კი 10,518,6 მლნ ტ-კმ შეადგინა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ტვირთების გადაზიდვა) 26.9%-ით და (ტვირთბრუნვა) 32.6%-ით მეტია.
10 თვის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტით 22 918.6 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54%, რკინიგზით 13 896.2 ათასი ტონა ანუ 32.8%, წყლის ტრანსპორტით 5 609.8 ათასი ტონა ანუ 13.2% გადაიზიდა.
დერეფნის გასწვრივ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის წილმა 27,1%, ანუ 11,498,4 ათასი ტონა შეადგინა.