აზერბაიჯანი: სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვის ბოლომდე გაიმართება

ამ თვის ბოლომდე სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„პირველი დღიდან აზერბაიჯანული მხარე იყო სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორი", - განაცხადა მინისტრმა.

„აზერბაიჯანის ღიაობა დიალოგისთვის კიდევ ერთხელ მოწმობს თანამშრომლობის პირობებში საკითხების გადაწყვეტის მხარდაჭერას.

აზერბაიჯანმა ეს მიდგომა ადრეც აჩვენა. გზის მშენებლობისას, რომელიც ლაჩინის გზის ალტერნატივაა. კონტაქტები დამყარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა მოთხოვნებიც გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია.

ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.

„აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.