აზერბაიჯანი დაინტერესებულია შვეიცარიასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელნურ ალიევმა აზერბაიჯანულ-შვეიცარიულ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.
„ამას მოწმობს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ბოლო დროს შვეიცარიამ 48 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა SOCAR-ის შვილობილი კომპანიის მნიშვნელოვანი როლი შვეიცარიაში.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას ელნურ ალიევმა აღნიშნა, რომ მხარეები აპირებენ გააფართოონ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა პარლამენტებისა და წამყვანი სამინისტროების დონეზე.
„ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული 28 დოკუმენტი უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.