გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნა. გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასევე მიაწოდა უკრაინას 34 სასწრაფო დახმარების მანქანა, 18 სატვირთო მანქანა, 12 ჯავშანტექნიკა, ასევე 78,500 ტყვია ყუმბარმტყორცნისთვის და არტილერიისთვის.
მანამდე 10 დეკემბერს, გერმანიის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სააგენტო (THW) უკრაინას გადასცემს სხვადასხვა ენერგეტიკული კლასის, 19,5 მილიონი ევროს ღირებულების 470 ელექტრო გენერატორს.
საელჩოს ცნობით, 150 გენერატორი უკვე უკრაინაშია.