უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Economist-ს განუცხადა, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება. ამისთვის მან თვის ჯარისკაცებს უნდა უბრძანოს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
„რაც მალე დასრულდება ომი და რუსეთი აირჩევს გზას, აღიაროს მისი დაწყების ტრაგიკული შეცდომა, მით უფრო დიდხანს დაიცავს რუსეთის პრეზიდენტი თავის და მისი გარემოცვის სიცოცხლეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის წინააღმდეგია.
მისი თქმით, უკრაინა არ უნდა გაჩერდეს, ვიდრე არ გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას და არ დაუბრუნდება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, რადგან თუ ეს არ მოხდა, პუტინი „დაბრუნდება".
ვოლოდიმი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს უკვე მოხდა, როცა რუსეთი ჯერ უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა და შემდეგ 2022 წელს ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.