კონფლიქტის გაყინვის დაშვება პუტინს უბრალოდ წაახალისებს, დიპლომატია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პუტინი თავის ჯარებს დააბრუნებს 1991 წლამდე არსებულ პოზიციებამდე, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება კომპრომისებს ტერიტორიის შესახებ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხანგრძლივი რუსული ოკუპაცია უკვე წამლავს უკრაინელთა გონებას.