უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი თებერვალში დიდ შეტევას ამზადებს.
„[წვევამდელები] სულ მცირე სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, როგორც წინა წელს. ეს მათი გეგმაა”, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.
ოლექსი რეზნიკოვის ვარაუდით, ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთი გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეები მობილიზაციას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა წარმატებით შეუძლია ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაცვა, ჩნდება იმის მტკიცებულებები, რომ კრემლი ახალ ფართო იერიშს გეგმავს.