ზელენსკი: უკრაინას სჭირდება ევროკავშირის დახმარება გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად

უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა 800 000 ევროს ღირებულების 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოში ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა გაზის იმ მოცულობის შესაძენად, რომელიც გამოიყენება რუსული დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის.

მისი თქმით, საუბარია 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე.

ზელენსკიმ აღნიშნა რომ უკრაინელებს ამჟამად ევროკავშირიდან დაახლოებით 800 000 ევროს ღირებულების ელექტროენერგიის მიწოდება სჭირდებათ.