მედია: გაზპრომისა და როსნეფტის თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

რუსული ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიების ზოგიერთ თანამშრომელს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა, ირწმუნება რუსული მედიაგამომცემა „ვიორსტკა“ „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ წყაროებზე დაყრდნობით.

პირველ შემთხვევაში საუბარია ყველა თანამშრომელზე, მეორეში - მხოლოდ ხელმძღვანელობაზე.

„არაოფიციალურად აგვიკრძალეს“ გამგზავრება „თუნდაც თურქეთში“ და ეს ეხება თანამშრომლების უახლოეს ნათესავებსაც კი - მეუღლეებსა და შვილებს, - განუცხადა გამოცემას „გაზპრომის“ სანქტ-პეტერბურგის ოფისის საშუალო რგოლის მენეჯერმა.

„ბევრმა უკვე იყიდა ბილეთები და დაჯავშნა სასტუმროები საახალწლო არდადეგებისთვის. მაგრამ სამკურნალოდ წასვლაც კი არ შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ შვებულებაში. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა", - ციტირებს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით. 

მენეჯმენტისთვის მსგავსი აკრძალვა მოქმედებს „როსნეფტშიც“, - წერს „ვიორსტკა“, რომელიც სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეყდრნობა.

წყაროს განმარტებით, აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ მაღალ ხელმძღვანელობას ეხება.

„როსნეფტმა“ და „გაზპრომმა“ ეს ბრალდებები არც დაადასტურეს და არც უარყვეს. 

შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ განიხილა საზღვარგარეთიდან დისტანციური მუშაობის შესაძლო აკრძალვა „სენსიტიური“ უბნების მუშაკებისთვის. „ეს ინიციატივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან“, - წერს მედია.