რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკს 19 დეკემბერს ეწვევა.
ბელორუსის დედაქალაქში ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.
შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოშობილ გამოწვევებზე რეაგირების ღონისძიებები. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დაიწყება. მათში ორი პრეზიდენტის გარდა, მთავრობის წევრები, მინისტრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
მხარეები განიხილავენ „ბელორუსი-რუსეთის ინტეგრაციის ყველაზე აქტუალური საკითხების მთელ სპექტრს".
შემდეგ პუტინი და ლუკაშენკო მოლაპარაკებებს გამართავენ პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მოსალოდნელია პრეს-კონფერენცია.