უკრაინა: კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

არის ნგრევა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო თავის Telegram არხზე იტყობინება.

„ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - წერს კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე.

უკრაინული წყაროების ცნობით, პარასკევს, გამთენიისას, საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა ქვეყნის 16 რეგიონში, ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელ უკრაინაშია გამოცხადებული.