აშშ-ის კონგრესის სენატმა, 2023 წლისთვის რეკორდული $858 მილიარდის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ასევე უკრაინის სამხედრო დახმარების სახსრებს მოიცავს.
თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობა $45 მილიარდით მეტია, ვიდრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატს თავდაპირველად შესთავაზა.
ბიუჯეტი ითვალისწინებს აშშ-ის სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდას, იარაღის შესყიდვის დაფინანსებას, ტაივანის მხარდაჭერას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება და უკრაინისთვის $800 მილიონის სამხედრო დახმარებას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
„პროექტი მიღებულ ხმატა უმრავლესობით მიიღეს. მხოლოდ ცალკეულმა ლიბერალურმა სენატორებმა და „ფისკალურმა კონსერვატორებმა“, რომლებიც ხარჯებზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს ითხოვენ, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს“, - წერს მედია.
კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ, თავდაცვის ბიუჯეტი 8 დეკემბერს დაამტკიცა. ახლა პროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.