„უკრენერგომ“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სისტემური ავარიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ასეთი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 50% ელექტროენეგია მიაწოდოს.
Ukrenergo ამბობს, რომ დღეს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას.
დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები, აცხადებენ კომპანიაში.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო თავდასხმის დროს დაზიანდა.