ევროკავშირმა შესაძლოა, მალე სანქციები დააწესოს ილონ მასკს, ამერიკელი ჟურნალისტების Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით, რაც „ძირითადი უფლებების“ დარღვევაა.
ამის შესახებ ევროკომისიის (EC) თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ პარასკევს Twitter-ზე დაწერა.
მან განმარტა, რომ ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის შესახებ პრეტენზიები „შეშფოთებას იწვევს“, რადგან ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი „ითხოვს პრესის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას“ და ნაკარნახევია პრესის თავისუფლების კანონმდებლობით.
„ილონ მასკმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. აქ არის წითელი ხაზები. სანქციების დაწესება შესაძლებელია“, - გააფრთხილა იუროვამ მასკი.
15 დეკემბერს Twitter-მა დაბლოკა ჟურნალისტების ანგარიშები, რომლებიც წერდნენ მილიარდერ ილონ მასკზე, მის ოჯახზე და კომპანიის ახალ პოლიტიკაზე, იტყობინება Associated Press.
დაბლოკილია The New York Times-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტების ანგარიშები, ასევე CNN არხი.
ანგარიშის აკრძალვა შესაძლოა უკავშირდებოდეს Twitter-ის ახალ პოლიტიკას ადამიანების მონაცემების მათი თანხმობის გარეშე გამჟღავნების შესახებ.