რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0

რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს დარბაზი, ამ ოროსნებს უნდა შევახსენოთ, რომ პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

"ფეხბურთში არის ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3-0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს ეს დარბაზი და სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა და მათ ნაცვლად სკამებს ვუთხრა, იმედია, სურვილი მაინც აქვთ და უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში. ეს მინდა, კარგად დაიმახსოვრონ. ასევე ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს. მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.