შალვა პაპუაშვილის მითითებით, მანდატურმა სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შლვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

სალომე სამდაშვილმა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს.

ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.