სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, პუტინმა კადიროვი მოსკოვში სტრატეგიის შესამუშავებლად დაიბარა.
კრემლის მარიონეტს ჩეჩნეთში, რამზან კადიროვს, რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა. ამის შესახებ ნათქვამია Wall Street Journal-ის სტატიაში.
გაზეთი, უკრაინის დაზვერვისა და SBU-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა კადიროვს უბრძანა დაეკავებინა სამთავრობო უბნები კიევში და მოეკლა პრეზიდენტი.
NSDC-ის მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, ასეთი დავალება იყო კრემლის „ერთგვარი ბონუსი“ კადიროვისთვის.
უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე პუტინმა კადიროვი მოსკოვში დაიბარა სტრატეგიის შესამუშავებლად.
25 თებერვალს კადიროვიელები უკრაინაში ჯავშანტექნიკის სამი კოლონით შევიდნენ. დაზვერვის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ვიდეო, რომელშიც მაღალი რანგის ოკუპანტი აცნობებს კადიროვს, რომ „დრო არის ზუსტად 00:00, ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას - 1500-ზე მეტი პერსონალით, საუკეთესო სპეცრაზმით, საუკეთესო მებრძოლები".
სამი ჯგუფიდან პირველი თითქმის მთლიანად განადგურდა კიევის გარეუბანში, ხოლო დანარჩენი ორი იძულებული გახდა გადაჯგუფებულიყვნენ და შეტევა უკრაინის დედაქალაქამდე მისვლამდე შეეწყვიტათ, - წერს WSJ.