ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში.
გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის „ლურჯი საწვავით“ მომარაგებაში.