უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულებაზე შეთანხმება „არარეალურია“.
„არ შეგაწუხებთ არარეალურ გეგმებზე საუბრით. თქვენ ვერ დაეთანხმებით რუსეთის ფედერაციას. ომი მხოლოდ მისი დამარცხებით უნდა დასრულდეს. ასე რომ, გთავაზობთ ჰემინგუეის პერიფრაზს:
საარტილერიო, ჯავშანტექნიკა, დრონები და შორი დისტანციური რაკეტები საჭირო პროპორციით“, - წერს პოდოლიაკი.
უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთი არ თანხმდება აშშ-ის შეთავაზებას, რომ მოლაპარაკებისას ერთ-ერთი პირობაა უკრაინის ტერიტორიიდან გასვლა. თავის მხრივ უკრაინა მოლაპარაკების პირობად საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.