თურქეთმა პირველი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

თურქული მედიის ცნობით, პირველი თურქული ზებგერითი რაკეტის (ჰაერი-მიწა) TRG-230-IHA-ის გამოცდა წარმატებით დასრულდა.

„ბაირაქტარ აკინჯის“ თვითმფრინავიდან ნასროლი ზებგერითი რაკეტა 100 კმ მანძილზე სამიზნეს მოხვდა. 

კომპანია Roketsan-ის ცნობით, რაკეტის დიაპაზონი 20-დან 150 კმ-მდეა.