ზელენსკი პარტნიორებს: გადმოგვეცით საიმედო საჰაერო თავდაცვითი ფარი. თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ჩვენი ხალხის დაცვა

„იპოვეთ გზები, რათა უზრუნველვყოთ საიმედოდ ცის დაცვა, გადმოგვეცით საიმედო საჰაერო თავდაცვითი ფარი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზედენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

„თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ჩვენი ხალხის დაცვა - ასი პროცენტით დაცვა რუსული რაკეტებისგან. როცა ამას მივიღებთ, მაშინ რუსული ტერორის მთავარი ფორმა, კერძოდ, სარაკეტო ტერორი, უბრალოდ შეუძლებელი გახდება.

ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის უსაფრთხოებას და მთელი სამხედრო სიტუაციის სტრატეგიულ რესტრუქტურიზაციას.

რაც ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსეთს ტერორისთვის, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება, დავიბრუნოთ ტერიტორიები და უზრუნველვყოთ მშვიდობის გარანტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.