ესპანეთის დედაქალაქში ოფიციალურმა პირებმა ყაზახეთ-ესპანეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეშვიდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი თემა, რომელსაც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო და ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუ თანათავმჯდომარეობდნენ, პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები იყო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ურთიერთობას ევროკავშირთან.
„ყაზახეთი მზად არის, განავითაროს ესპანეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები, რომლის საფუძველია 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება“, - აღნიშნავს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო.
თავის მხრივ, ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუმ ხაზი გაუსვა ყაზახეთის აქტიურ პოზიციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და გამოთქვა ოფიციალური მადრიდის მზადყოფნა, სრულად დაუჭიროს მხარი ყაზახეთში მიმდინარე მასშტაბური პოლიტიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებას.