რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისიე თქმით, ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს.
ზელენსკის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, მათი შვილების რუსეთში, „რეკრეაციულ ცენტრებში“ წაყვანით აშანტაჟებდნენ.