უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ამ შეკითხვას Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს უპასუხა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ.
„სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად.
მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ Europetime-თან.