უკრაინას სჭირდება იარაღი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული ობიექტების დასაცავად და უკრაინელი ხალხის გენოციდის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველი თავდასხმისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი და ადეკვატური სანქციები. ეს უკრაინის გადარჩენის საკითხია.
პრემიერმა უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, იმოქმედონ უკრაინელი ხალხის გენოციდის აღკვეთის მიზნით.
„ჩვენ გვჭირდება იარაღი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული ობიექტების დასაცავად. ყოველი თავდასხმისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი და ადეკვატური სანქციები. ეს უკრაინის გადარჩენის საკითხია“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.